Friday, July 6, 2018

გაკვეთილის გეგმა
სპორტი

საგანი და მასწავლებელი
სპორტი, მაია სირაძე
გაკვეთილის  თემა
ტექნიკური მომზადება კალათბურთში,განმტკიცება და სრულყოფა
სწავლების  საფეხური  
 და  კლასი.
II საფეხური, V I I კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა
25
განსაკუთრებული მიდგომები სსაჭიროებების მქონე მოსწავლეები
 0

მიზნები
·                     ფიზიკური თვისებების      (მაგ.სისწრაფისმოქნილობისმოხერხებულობის)განვითარება;
·                     იძენენ ბურთის ფლობის,ტყორცნის ,ბურთის გადაცემის ტექნიკას
·                     სათამაშო  პრაქტიკის  გამდიდრება;
·                     ადეკვატურად აღიქვან მოგება და წაგება;
ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული შედეგები.
სპ.VII-XI.4..მოსწავლეს შეუძლია სპორტული აქტივობისას წარმოაჩინოს ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევები.
ს.პ..VII-XI.6. სპორტულ აქტივობებში მონაწილეობის საფუძველზე ,მოსწავლეს აქვს უნარი ,გამოავლინოს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები,როგორიცაა :მიზნის დასახვა,გადაწყვეტილების მღება,მიზანდასახული მოქმედება,პრობლემის გადაჭრა და ადამიანებთან ურთიერთობა.

წინარე   ცოდნა.
·                     გადაწყობები რიგებად (ერთ რიგადორ რიგად და .)
·         ვარჯიშების შესრულების რიგითობი
კანონზომიერება
·                     უსაფრთხოების დაცვის უნარ-ჩვევები;
·                     ბურთის ყორცნა
·                     ბურთის ტარება
·                     კალათბურთის წესების ცოდნა
შეფასება.
მოსწავლეები შეფასდებიან განმავითარებელი
მეთოდის შეფასებით:
·                      გაკვეთილზე ჩართულობა და აქტიურობა;
·                     ტაქტიკური მომზადება
·                     ტექნიკური მომზადება
·                     ინტელექტუალურ-ფსიქოლოგიური მოზადება
(იხ. დანართი-შეფასების რუბრიკები)

     თანმიმდევრობა
 (აქტივობა  და  დრო)
  აქტივობა   I  მოსამზადებელი ნაწილი _ (10 წთ.)
 1)  მოწყობასამწყობრო ძახილები.გაკვეთილის შინაარსის გაცნობა. ,რიგზე გათვლა.ბრუნები,სიარული ადგილზე.
 2) სიარული და სირბილი მოედნის გარშემო.
გადაწყობა 4 რიგად საერთოგანმავითარებელი ვარჯიშების შესრულებისათვის.
 3)საერთოგანმავითარებელ ვარჯიშთა კომპლექსი (8ვარჯიში).



აქტივობა   II   ძირითადი ნაწილი ( 25 წუთი)

სპეციალური  ვარჯიშები         კალათბურთისათვის
1.ბურთის ტარება ერთი ხელით სიარულსა და სირბილში
2.ბურთის გადაცემა ორი ხელით,მკერდიდან,წყვილებში,მოძრაობაში
3.ბურთის ტყორცნა ფარში,გამორბენით.
4.საჯარიმო ტყორცნები
4.ორმხრივი თამაში (ნახევარ მოედანზე)
5.მოძრავი თამაში „ბურთი შუაში მდგომს“.(ნახევარ მოედანზე)
აქტივობა III   დასკვნითი ნაწილი (5წთ . )
·                     თამაშის შედეგის გამოცხადება;
·                     ჯგუფის მოწყობა,სიარული სუნთქვითი ვარჯიში;
·                     მოსწავლეთა აქტივობის შეფასება,გაკვეთილის შეფასება;
·                     დამშვიდობება და ორგანიზებულად გასვლა მოედნიდან;
 სასწავლო მასალა დატექნიკური რესურსები.
სპორტული ინვენტარი :  #კალათბურთის ბურთი 4 ცალი.სასტვენი,წამზომი.




შეფასების რუბრიკა

შეფასების დონეები
კრიტერიუმები
დაბალი
საშუალო
მაღალი





ჩართულობა და აქტიურობა
-მოსწავლე ცდილობს მონაწილეობა მიიღოს საგაკვეთილო აქტივობებში,მაგრამ ნაკლები ინტენსივობით ითვისებს იმ მოძრაობთ უნარ-ჩვევებს,რომლებსაც მიზნად ისახავს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული სტანდარტი.
-აქტიურობს,მაგრამ აქვს ხარვეზები.არ ცდილობს არსებული ცოდნის გაუმჯობესებას,ნაკლებად თანამშრომლობს მასწავლებელთან და მოსწავლეებთან.
-მუდამ ჩართულია და აქტიურია.თანამშრომლობს,როგორც თანატოლებთან,ისე მასწავლებლებთან.
-მრავალმხრივი და სპორტული თვალსაზრისით ცდილობს საკუთარი ცოდნის გამოყენებას.
-წინააღმდეგობრივი ბარიერის წაწყდომისას ეძებს გამოსავლის მოსახერხებელ ვარიანტს.


ტაქტიკური მომზადება
-უჭირს გუნდურობის პრინციპის დაცვა,ხშირად უშვებს შეცდომებს.
-კარგად აქვს გააზრებული გუნდური თამაშის მნიშვნელობა,ზოგჯერ უშვებს შეცდომებს.
-გათვალისწინებული აქვს გუნდურობის მნიშვნელობა,შეუძლია ძალების განაწილება თამაშის დროს.





ტექნიკური მომზადება
-აკეთებს ვარჯიშს,მაგრამ სანახევროდ.მალევე იქანცება.ბურთის ტარებისას უშვებს შეცდომებს,რ გადაადგილდება წესების დაცვით.
-ვარჯიშობს კარგად,კარგი მოძრაობებით გადადის ვარჯიშიდან ვარჯიშზე.
-ახერხებს ბურთის გადაცემას,ტარებას,ბურთის ტყორცნას წესების გათვალისწინებთ,თუმცა აქვს მცირე ხარვეზები.
შეესაბამება გაკვეთილის  ფორმას.ძალიან კარგად ასრულებს ვარჯიშებს.
ფლობს კალათბურთის ბურთის ტარების,ტყორცნის,გადაცემის ტექნიკის ყველა აუცილებელ უნარ-ჩვევებს.

ინტელექტუალურ-ფსიქოლოგიური მომზადება
უჭირს ქცევის ზოგიერთი ნორმისა და წესის დაცვა.
-ფლობს ეთიკით გათვალისწინებულ სპეციალურ ნორმებსა და წესებს.აქვს ხარვეზებიც.
-ფლობს ეთიკით გათვალისწინებულ ნორმებსა და წესებს.



Friday, July 29, 2016

ძალიან გახარებული ვარ,მინდა გაგიზიაროთ ჩემი სიხარული.იმედი მაქვს დანარჩენ ეტაპებსაც წარმატებით გავივლი.

Sunday, May 1, 2016

Wednesday, April 27, 2016

დღეს ტრენინგის ბოლო დღეა.ვაანალიზებ შეძენილ ცოდნას და ვცდილობ გამოვიყენო პრაქტიკაში.

Sunday, April 24, 2016


გილოცავთ ბზობის ბრწყინვალე დღესასწაულს







Saturday, April 23, 2016


პროექტი -  ვეცნობით მძლეოსნობას

1.პროექტის სახელწოდება:   ვეცნობით მძლეოსნობას


2.პროექტის მთავარი იდეა: მძლეოსნობის გაცნობა მოზარდებისათვის.მძლეოსნობის განვითარება სკოლებში.


3.პროექტის აქტუალობა: ჩაებას მოსწავლე ფიზიკურ აქტივობებში და ამ გზით შეუწყოთ ხელი მის ფიზიკურ განვითარებას, რაც ჯანსაღი ცხოვრების  წესის დაცვით არის შესაძლებელი.

4.პროექტის მიზნები: მძლეოსნობის სწავლების ძირითადი მიზანია ადამიანის მიერ საკუთარი მოძრაობების მართვის რაციონალური ხერხების სისტემური ათვისება და ამ გზით ცხოვრებაში აუცილებელი მოძრაობების უნარების, ჩვევებისა და მათთან დაკავშირებული ცოდნის შეძენა. მძლეოსნობა სპორტის სახეობაა რომელიც აერთიანებს, ვარჯიშებს სიარულში, რბენებში, ხტომებსა და ტყორცნებში.  მძლეოსნობის ძირითადი მიზანია მოსწავლეთა ყოველმხრივი განვითარება, ფიზიკური სრულყოფა, მოსწავლის ჩამოყალიბება ჯანმრთელ, გამბედავ, ღონიერ და გამძლე პიროვნებად. ასევე შეძლებისამებრ, მაღალი სპორტული შედეგების მიღწევა.


5.მონაწილეთა ასაკი: 11-12 წელი


6.ვადები/ხანგრძლივობა:  ორი კვირა


7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ჩვენი პროექტის წარმატებით განხორციელების  შემთხვევაში, სპორტის გაკვეთილები მძლეოსნობაში გახდება ეფექტიანი, საინტერესო, მოსწავლეები იქნებიან მოტივირებულნი და ჩართულნი სპორტულ აქტივობებში. ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო სფეროში  სპორტული მოძრაობის საწყისი რგოლის–სპორტული სექციების და კლუბების ჩამოყალიბებას, გააქტიურებას. ასევე საშუალებას  მოგვცემს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა რეგულარულად მიიღონ მონაწილეობა შიდა სასკოლო თუ რაიონულ სპორტულ შეჯიბრებებში. ასევე გამოვლინდებიან განსაკუთრებული ნიჭის მოსწავლეები და მოხდება მათი დროული ჩართვა სპორტულ ცხოვრებაში.


8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, სასტვენი, წამზომი, ცარცი, ალამი, ფოტოაპარატი.


9.პროექტის მსვლელობა,ძირითადი აქტივობები:  ა) .გაცნობითი ხასიათის გაკვეთილი-პრეზენტაციის ჩატარება. ბ) ლაშქრობა-გეზრბენი მახათას მთაზე. გ) მოკლე მანძილზე რბენები სკოლის სპორტულ მოედანზე.


10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:


სპ.VI.3. მოსწავლეს შეუძლია ფიზიკური აქტივობისას ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევის წარმოჩენა (გადაადგილება, მანიპულირება, წონასწორობის შენარჩუნება).
   
სპ.VI.4. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ფიზიკურ აქტივობებში, რომლებიც აუმჯობესებს მის ჯანმრთელობას.
სპ.VI.5. ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობის საფუძველზე მოსწავლეს აქვს უნარი გამოავლინოს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა: მიზნის დასახვა, გადაწყვეტილების მიღება, მიზანდასახული მოქმედება, პრობლემის გადაჭრა, ადამიანებთან ურთიერთობა.


11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მაია სირაძე


12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: dinildmako@gmail.com


13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: makosiradze.blogspot.com