პროექტი - ვეცნობით მძლეოსნობას
2.პროექტის მთავარი იდეა: მძლეოსნობის გაცნობა მოზარდებისათვის.მძლეოსნობის განვითარება სკოლებში.
3.პროექტის აქტუალობა: ჩაებას მოსწავლე ფიზიკურ აქტივობებში და ამ გზით შეუწყოთ ხელი მის ფიზიკურ განვითარებას, რაც ჯანსაღი ცხოვრების წესის დაცვით არის შესაძლებელი.
4.პროექტის მიზნები: მძლეოსნობის სწავლების ძირითადი მიზანია ადამიანის მიერ საკუთარი მოძრაობების მართვის რაციონალური ხერხების სისტემური ათვისება და ამ გზით ცხოვრებაში აუცილებელი მოძრაობების უნარების, ჩვევებისა და მათთან დაკავშირებული ცოდნის შეძენა. მძლეოსნობა სპორტის სახეობაა რომელიც აერთიანებს, ვარჯიშებს სიარულში, რბენებში, ხტომებსა და ტყორცნებში. მძლეოსნობის ძირითადი მიზანია მოსწავლეთა ყოველმხრივი განვითარება, ფიზიკური სრულყოფა, მოსწავლის ჩამოყალიბება ჯანმრთელ, გამბედავ, ღონიერ და გამძლე პიროვნებად. ასევე შეძლებისამებრ, მაღალი სპორტული შედეგების მიღწევა.
5.მონაწილეთა ასაკი: 11-12 წელი
6.ვადები/ხანგრძლივობა: ორი კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები,რაც შეიძლება შეიქმნას: ჩვენი პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, სპორტის გაკვეთილები მძლეოსნობაში გახდება ეფექტიანი, საინტერესო, მოსწავლეები იქნებიან მოტივირებულნი და ჩართულნი სპორტულ აქტივობებში. ხელს შეუწყობს საგანმანათლებლო სფეროში სპორტული მოძრაობის საწყისი რგოლის–სპორტული სექციების და კლუბების ჩამოყალიბებას, გააქტიურებას. ასევე საშუალებას მოგვცემს ჩვენი სკოლის მოსწავლეებმა რეგულარულად მიიღონ მონაწილეობა შიდა სასკოლო თუ რაიონულ სპორტულ შეჯიბრებებში. ასევე გამოვლინდებიან განსაკუთრებული ნიჭის მოსწავლეები და მოხდება მათი დროული ჩართვა სპორტულ ცხოვრებაში.
8.პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, პროექტორი, სასტვენი, წამზომი, ცარცი, ალამი, ფოტოაპარატი.
9.პროექტის მსვლელობა,ძირითადი აქტივობები: ა) .გაცნობითი ხასიათის გაკვეთილი-პრეზენტაციის ჩატარება. ბ) ლაშქრობა-გეზრბენი მახათას მთაზე. გ) მოკლე მანძილზე რბენები სკოლის სპორტულ მოედანზე.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
სპ.VI.3. მოსწავლეს შეუძლია ფიზიკური აქტივობისას ყველა ძირითადი და აუცილებელი მოძრაობითი უნარ-ჩვევის წარმოჩენა (გადაადგილება, მანიპულირება, წონასწორობის შენარჩუნება).
სპ.VI.4. მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს ფიზიკურ აქტივობებში, რომლებიც აუმჯობესებს მის ჯანმრთელობას.
სპ.VI.5. ფიზიკურ აქტივობებში მონაწილეობის საფუძველზე მოსწავლეს აქვს უნარი გამოავლინოს ისეთი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა: მიზნის დასახვა, გადაწყვეტილების მიღება, მიზანდასახული მოქმედება, პრობლემის გადაჭრა, ადამიანებთან ურთიერთობა.
11. პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი): მაია სირაძე
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: dinildmako@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: makosiradze.blogspot.com

No comments:
Post a Comment